რიონის საჯარო სკოლის მოსწავლის - ადა ტუკვაძის წარმატება ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში
12-12-2023
სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსში მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მე-10 კლასელი ადა ტუკვაძე. ის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობდა, სადაც ინგლისური ენისა და ისტორიის პირველი ტური წარმატებით გადალახა. 

რეიტინგის მიხედვით, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეათეკლასელი პირველი ადგილის მფლობელია.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლის წარმატებას იზიარებს.

„ვულოცავთ ჩვენს საამაყო მოსწავლეს და ვუსურვებთ, ცოდნის სიმაღლეების დაპყრობას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203