გაიცანით, თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლე, აქტიური გარემოსდაცმველი და მოხალისე - ლიზი ლომიძე
12-12-2023

თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეები არა მხოლოდ სასკოლო აქტივობებში, არამედ სხვადასხვა მასშტაბურ პროექტებში ერთვებიან.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მეათეკლასელი ლიზი ლომიძე. ის არასამთავრობო ორგანიზაციის „ჰელფინგ ჰენდის“ „მოხალისე ელჩი“ გახლავთ. მეათეკლასელი მოსწავლე პროექტის ფარლგებში ხშირად ესწრებოდა სხვადასხვა ონლაინ შეხვედრებს, სექტემბრიდან კი მოხალისეობრივი საქმიანობის სფეროში უფრო აქტიურად ჩაერთო და არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა. 

ერთ-ერთი ასეთი მასშტაბური პროექტი, რომელიც მან განახორციელა იყო - „პოსტერების კონკურსი“. მისი თემატიკა კი გახლდათ  - „მოხალისეობრივი როლი გარემოს დაცვაში“. მან ასევე „მოხალისეთა კლუბი“ შექმნა, რომელშიც გაერთიანებული არიან ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული მოსწავლეები.

როგორც თავად აღნიშნავს, მისი მიზანია, რომ თავისუფალი დრო ახალგაზრდებმა ნაყოფიერად გაატარონ და საჭირო, მნიშვნელოვანი ინფორმაციები გაავრცელონ. აღსანიშნავია, რომ მეათეკლასელი ასევე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში კლიმატის ელჩი გახლავთ. 

მეათეკლასელმა საკუთარი გამოცდილებისა და პროგრამის ფარგლებში, განხორციელებული პროექტების შესახებ ასევე ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203