„აბა გამოიცანი ჩემი ქართული ანბანი“- არხილოსკალოს საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე საინტერესო პროექტზე იმუშავეს
12-12-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა - ეკატერინე ჩიტაურმა II კლასში განახორციელა პროექტი - „აბა გამოიცანი ჩემი ქართული ანბანი“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებში სხვადასხვა უნარების აღმოჩენა და განვითარება. შედეგი კი საოცრად მრავალფეროვანი და ახალი იდეებით სავსე. პროექტის განხორციელება ძალიან ემოციური, ხალისიანი, ენერგიული, შთამბეჭდავი და შედეგზე ორიენტირებული.

თითოეული მოსწავლის ნამუშევრის პრეზენტაციას დიდი ოვაციები და მხურვალე ტაში ახლდა.

„წარმატებები და წინსვლა მინდა ვუსურვო ჩვენს პატარა მოსწავლეებს და მათ მასწავლებელს“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203