ითხვისის N2 სკოლის მხარეთმცოდნეობის წრის წევრებმა მორიგი კულტურული ძეგლი მოინახულეს
12-12-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლაში მხარეთმცოდნეობის წრე აქტიურად ფუნქციონირებს. მისი წევრები, რომელთა ხელმძღვანელი ისტორიის მასწავლებელი მაია ვეშაპიძე გახლავთ, სხვადასხვა გასვლით აქტივობებს დიდი ენთუზიაზმით ატარებენ.

ამჯერად, მათ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ დარყის მთავარანგელოზის ტაძარი მოინახულეს და მოილოცეს.

მოსწავლეები და მასწავლებლები, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ხის იშვიათი ტაძრის ხილვით მოიხიბლნენ. მათ ილოცეს, გაიღეს შესაწირი და კმაყოფილი დაბრუნდნენ შინ.

ბავშვები ასევე ტაძრის ისტორიას გაეცნენ, ცოდნა აიმაღლეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203