განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
12-12-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა - დავით სიმონიამ და სხვა წარმომადგენლებმა საინტერესო საგანმანათლებლო შეხვედრა ჩაატარეს. 

საინფორმაციო შეხვედრა 4 დეკემბერს გაიმართა და მას სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. 

პარალეგალები მოსწავლეებს ესაუბრნენ შემდეგ თემებზე - ბავშვის უფლებები, ბულინგის სახეები, ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები.

მოსწავლეები შეხვედრის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთნენ და  სტუმრებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

პარალეგალებმა მოსწავლეებს გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ დეტალური ინფორმაცია, სერვისები და მიმდინარე პროექტები.

ფოტო - იურიდიული დახმარების სამსახური / Legal Aid Service-ს facebook-ის გვერდი 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203