მანიაკეთის საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო გაიმართა
12-12-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანიაკეთის საჯარო სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება, რაც სწავლა-შემეცნებასთან ერთად, მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა განვითარებას ემსახურება. 

11 დეკემბერს, მანიაკეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა პოეზიის საღამო თემაზე - „პოეზია უპირველეს ყოვლისა“.

ღონისძიებაში მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ, სკოლის დირექტორი რომან საგინაძე, მოსწავლეები და მასწავლებლები.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო პროგრამით წარდგნენ. მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და დიდ ქართველ პოეტებს ხოტბა შეასხეს. 

სკოლის დირექტორმა დასასრულს მადლობა გადაუხადა ღონისძიების მონაწილეებსა და ორგანიზატორებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203