
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი ბავშვი იზრდება, რომელთა განვითარებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
8 დეკემბერს, სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობით აღნიშნა ხელოვანთა საერთაშორისო დღე.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - ქრისტინე ჭაბუკიანის ხელმძღვანელობით, მესამე კლასის მოსწავლე ანა გუგავამ წარმოადგინა პრეზენტაცია - „ჩემი საყვარელი პროფესია“...
ანამ საინტერესოდ ისაუბრა მისთვის სასურველ სამომავლო პროფესიაზე - მხატვრობაზე...
კლასს გააცნო მისი საყვარელი მხატვრების ნამუშევრები, განიხილა თითოეული მათგანის შემოქმედება და დამსწრე საზოგადოება მეტად დააინტერესა აღნიშნული პროფესიით.
ასევე, ხელოვნების პედაგოგმა - ციცინო გუგავამ გამართა ხატვის კონკურსი...პატარა მხატვრებმა ძალიან ფერადი და საინტერესოო ნამუშევრები წარმოადგინეს...
"ხელოვნებაა თავად უკვდავება“...დაე, ვისწრაფოდეთ მისკენ“ - აღნიშნავენ სკოლაში და ბავშვებს ხელოვნების სიყვარულსა და კულტურის პატივისცემას ასწავლიან.
8 დეკემბერი ხელოვანთა საერთაშორისო დღეა, რომელიც 2007 წელს საერთაშორისო ასოციაციამ - „მსოფლიოს ხალხთა ხელოვნება" დააწესა.
იხილეთ ფოტოები: