
მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლე-მასწავლებლები აღნიშნულ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. მოსწავლეები მრავალფეროვან შემოქმედებით პროდუქტს ქმნიან და ამ ყველაფერს დიდი მონდომებითა და ხალისით აკეთებენ.
ახლახან, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე პედაგოგ ცირა ბიბინიძის ხელმძღვანელობით, წარადგინეს კომპლექსური დავალება თემაზე - „ჩვენი ურთიერთობები“.
მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას შესთავაზეს - „ინტერვიუ უფროსი თაობის წარმომადგენელთან“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარა „ჟურნალისტებმა“ მშვენივრად მოირგეს როლები და სტუმრად მიიწვიეს სკოლის გეოგრაფიის მენტორი მასწავლებელი ნონა მაჭარაშვილი.
მოსწავლეების მიერ მომზადებულ საინტერესო და მიზანმიმართულ შეკითხვებს პედაგოგმა - ნონა მაჭარაშვილმა საინტერესოდ და ამომწურავად უპასუხა და ბავშვებს გააცნო თავისი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები და გამოცდილება, ისაუბრა თუ რა გზა გაიარა ამ უდიდესი წარმატების მისაღწევად.
„ვფიქრობთ მიღებული გამოცდილება დაეხმარება მოსწავლეებს სამომავლო მიზნების სწორად დასახვაში! განხორციელებული კომპლექსური დავალება ხელს უწყობს მოსწავლეებში მოპოვებული ინფორმაციის ორგანიზების, კითხვების სწორად ჩამოყალიბების, კომუნიკაციის და თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების განვითარებას“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: