
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის პედაგოგები კომპლექსური დავალებებით სწავლებას აქტიურად მიმართავენ. სწავლების ეს გზა კი ქმნის ხელსაყრელ პირობებს მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს გასავითარებლად.
ახლახან, მე-10 კლასში ჩატარდა შემაჯამებელი კომპლექსური გაკვეთილი საქართველოს ისტორიაში.
გაკვეთილის თემა იყო - „ბერძნულ-ქართული ურთიერთობები ძვ.წ. VIII-V საუკუნეებში“.
მოსწავლეებმა შეადგინეს რუკა თანდართული განმარტებითი ბარათებით, ისტორიული წყაროების დახმარებით გააცოცხლეს უძველესი საქართველოს ისტორია, ისაუბრეს შავი ზღვის როლზე საქართველოსა და საბერძნეთისთვის, ბერძნულ -ქართული ურთიერთობების შედეგებზე.
გაკვეთილს ისტორიის მასწავლებელი მარინა თუთბერიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს.
იხილეთ ფოტოები: