„სუფთა ნივთიერება და ნარევი“ - წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება და მეღვინეობით დაინტერესებული მოსწავლეები 
12-12-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის VI კლასში, რომლის დამრიგებელი თამილა ჭოლაძე, საგნის პედაგოგი კი დალი სილაგაძე გახლავთ, კომპლექსური დავალების დასკვნითი ეტაპი თემაზე: „სუფთა ნივთიერება და ნარევი“ ჩატარდა.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა წარადგინეს ლამაზად გაფორმებული პოსტერები და ბუკლეტები, სადაც თვალსაჩინოდ ჩანდა არყის წარმოება საქართველოში. მათ ასევე მოიძიეს საინტერესო ინფორმაციები არყის წარმოებასთან დაკავშირებით.

„ძირითადი აქცენტი გაკეთდა ჭაჭის არაყზე, რადგან ისინი მეღვინეობის ქვეყნის შვილები არიან“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მათ ასევე სკოლაში წარადგინეს მოძიებული ინფორმაციები ხილისა და მარცვლეულის არყის წარმოების შესახებ. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეები დაინტერესდნენ მეღვინეობის პროფესიით.

სასწავლო პროცესს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე, რომელმაც დადებითად შეაფასა აღნიშნული გაკვეთილი.

მსგავსი გაკვეთილები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203