„მიკროორგანიზმების როლი ცოცხალ სამყაროში“ - აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, კვლევა ჩაატარეს
12-12-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, მე -7 კლასში ჩატარდა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია თემაზე - „მიკროორგანიზმების როლი ცოცხალ სამყაროში“.

მოსწავლეებმა კლასში კვლევის ანგარიშთან ერთად წარადგინეს თემის შესწავლისას შექმნილი პოსტერები და რეფერატები.

მეშვიდეკლასელებმა მოსწავლის წიგნიდან გაგებული თუ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია გააანალიზეს და გამოიტანეს დასკვნა, რომ ბუნების მესაფლავეების გარეშე ვერ განვითარდებოდა სამყარო ისეთი სახით, როგორიც დღეს გვაქვს და ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემასთან ერთად ადამიანის ყოფა -ცხოვრებაც განსხვავებული იქნებოდა გარკვეული სასარგებლო მიკრობების გარეშე.

თითოეულმა მოსწავლემ თავისი კვლევის ანგარიშს დაამატა საინტერესო ფაქტები მიკროორგანიზმების შესახებ, რამაც პრეზენტაცია სახალისო გახადა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203