ხიზაბავრის საჯარო სკოლაში მოხალისეობის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა
12-12-2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბ „მოდარაჯის“ ინიციატივით, მოხალისეობის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება მოხალისეობის მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში კლუბის წევრებმა გააკეთეს პრეზენტაცია - „მოხალისეობა - სიკეთე თუ აუცილებლობა“, აჩვენეს ანიმაცია შესაბამის თემაზე და კითხვა-პასუხის რეჟიმში ისაუბრეს მოხალისეობის შედეგებზე, გამოწვევებსა და სარგებელზე, აგრეთვე, გაეცნენ ცნობილი სახეების მოხალისეობრივ საქმიანობას. 

ბოლოს ყველა მონაწილემ ერთობლივად შექმნა პოსტერი - „მე მოხალისე“. 

მოხალისეობის საერთაშორისო დღე 5 დეკემბერს აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203