
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესოსთან ერთად, მეტად სახალისო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
გაკვეთილები გაჯერებულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და შესაძლებლობებზე აისახება.
ახლახან, სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა - კომიქსის - „როგორ დაიმეგობრა კატამ თაგვი“ ინსცენირება დადგეს.
მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: