ბუკისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ინტელექტუალური თამაშის რეგიონალურ შეჯიბრში გაიმარჯვა 
12-12-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი, სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.  

10 დეკემბერს, ბუკისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა - „ცეცხლოვანი ლომები“ ბრწყინვალედ იასპარეზა ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ რეგიონალურ შეჯიბრებაში. გუნდმა გამარჯვება მოიპოვა და სკოლა ასახელა. მოსწავლეები ამჟამად ფინალური შეჯიბრისთვის ემზადებიან. ფინალი 17 დეკემბერს ქალაქ ბათუმში გაიმართება. 

სკოლაში მოწაფეებს გამარჯვებას ულოცავენ და შემდგომ ეტაპზე წარმატებას უსურვებენ. 

„მადლობა, გუნდის თითოეულ მონაწილეს, ინეტელექტუალური თამაშის ორგანიზატორებს, გულშემატკივრებს. სკოლის გუნდს ფინალურ შეჯიბრში გამარჯვებას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203