ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული, ლიტერატურული სასამართლო პროცესი გამართეს
12-12-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ცოდნის განმტკიცების მიზნით საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. 

IX კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნანა მაისურაძე) ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩაატარეს. სხდომა ილია ჭავჭავაძის მოთხრობის - „სარჩობელაზედ“ მიხედვით გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები აქტივობის მიმდინარეობაში უდიდესი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. მათ შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს. 

იმიტირებული სხდომის ჩატარების ინიციატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა ჭანტურია იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203