
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა შემეცნებით და ინტელექტუალურ თამაშებში დიდი მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, სკოლის V-VIII კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა - „პირველოსნებმა“ ქედის მუნიციპალურ ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა.
მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს, საჭირო ცოდნა, გამოცდილება მიიღეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
სკოლაში ბავშვებს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: