ზვარეს საჯარო სკოლაში თემაზე -„ადრეული ქორწინება“ საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
12-12-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

30 ნოემბერს, სკოლაში ჩატარდა ღონისძიება თემაზე - „ადრეული ქორწინება“.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ადრეული ქორწინების გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე. მონაწილეებს დაურიგდათ წიგნები - „ლეილა-იძულებით გათხოვილი“. მოსწავლეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ადრეული ქორწინება შესაძლოა განათლების შეწყვეტისა და არაერთი პრობლემის წინაპირობა გახდეს.

საინტერესო პრეზენტაციას წარუძღვა ამავე სკოლის მასწავლებელი მაია ბლადაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203