
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოს საჯარო სკოლაში ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება გალაკტიონ ტაბიძის 131-ე დაბადების დღეს მიეძღვნა. მოსწავლეებმა პოეტთა მეფის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს და წაიკითხეს მისი ლექსები.
თემატურმა ნახატებმა და მის ლექსებზე აჟღერებულმა მუსიკამ ღონისძიებას კიდევ უფრო ლამაზი ელფერი შესძინა.
ღონისძიება დაგეგმა და განახორციელა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ.
დიდი ქართველი პოეტი 1891 წლის 17 ნოემბერს დაიბადა.
იხილეთ ფოტოები: