
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე ზრუნვით გამოირჩევიან, ამაში კი ლომის წილი პედაგოგებს მიუძღვით, რომლებიც მოწაფეებს ბუნების სიყვარულსა და მოფრთხილებას ასწავლიან.
ახლახან, VI კლასის ინიციატივითა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლის - მარიამ გვაზავას მხარდაჭერით, პროექტი - „დავიცვათ გარემო“ მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში სკოლაში დაიდგა მაკულატურის შესაგროვებელი ყუთი, სადაც ბავშვები გამოუსადეგარ ქაღალდს შეაგროვებენ.
ბავშვებს გარემოსდაცვით საქმეში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა კარგად ესმით, ამიტომ პროექტში ხალისით არიან ჩართულნი.
იხილეთ ფოტოები: