ტუნაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ
11-12-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

დისტანციური კონკურსის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური სიგელები მიენიჭათ. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და შესაძლებლობები გამოსცადეს. 

სკოლაში მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების განვითარებაში არაფორმალური განათლების პროექტების მნიშვნელობა კარგად ესმით, ამიტომ მოსწავლეთა ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართულობას ყოველთვის მხარს უჭერენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203