ხეობის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეულს ხალისით შეუერთდნენ
12-12-2023

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეობის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარებიან და ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

მათ შორის, დაწყებითი კლასის მოსწავლეები, პედაგოგ მაკა მეტრეველის ხელმძღვანელობით, ხალისით შეუერთდნენ კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეულს - HOUR OF CODE („კოდის ერთი საათი“). კვირეული 4-დან 10 დეკემბრის ჩათვლით, მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობდა. 

კვირეულის მიზანია კომპიუტერული მეცნიერებების, პროგრამირების/კოდინგის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და ინოვაციური განათლების ხელშეწყობა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროგრამირება მოსწავლეებში ავითარებს ლოგიკურ, ალგორითმულ, შემოქმედებით აზროვნებას და 21-ე საუკუნის უნარებს.

სკოლა უკვე მონიშნულია მსოფლიო რუკაზე, როგორც მსოფლიო ღონისძიების მონაწილე სკოლა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203