
„ხელოვნებისადმი სიყვარულის გაღვივება, თეატრში ქცევისა და მოსმენის კულტურის განვითარება არაფორმალური განათლების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია“,- აღნიშნავენ ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში, სადაც სწორედ ამ მიზნით VIა, VIIა, VIIIა და VIIIბ კლასების მოსწავლეები, მათი მშობლები და დამრიგებლები - ლოლა ტოფაძე, ელისო ბერძული, ცირა კუბლაშვილი, კოტე გოშხეთელიანი, ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დოდო ქათამაძე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრს ესტუმრნენ.
სპექტაკლი სასკოლო საზოგადოებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
„გალაკტიონ ტაბიძის სამყაროში შესვლა ურთულესია, ზღაპრულ სამყაროში შესვლას ჰგავს. მსახიობებმა შეძლეს და მაყურებელი გალაკტიონის სამყაროში შეიყვანეს. სპექტაკლი „ცამეტი“ ამის საუკეთესო მაგალითი აღმოჩნდა“, - გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ მოსწავლეები შთაბეჭდილებებით აღტაცებული საუბრობენ იმ წუთებზე, რომლებიც თეატრში გაატარეს. მათ სურვილი აქვთ, ტრადიციად დანერგონ სკოლაში „თეატრის დღე“.
იხილეთ ფოტოები: