
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში, კალიგრაფიის კონკურსი მოსწავლეთა დიდი ჩართულობით გაიმართა.
კონკურსი II-IV კლასების დამრიგებლების: ლია ოქრომელიძისა და მაია ჯინჭველაძის ინიციატივით მოეწყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული აქტივობით, მოსწავლეებს გაუღრმავდათ ქართული ანბანის განსაკუთრებულობის შეგრძნება, განუვითარდათ ფანტაზიის უნარი და დაეხვეწათ გემოვნება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული აქტივობა ლამაზად წერის პოპულარიზაციას ემსახურებოდა.
კლასებიდან, დირექციის და პედაგოგების დახმარებით, შეირჩა საუკეთესო ნამუშევრები და გამოვლინდა გამარჯვებულები. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულ მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: