ოთის საჯარო სკოლის პირველკლასელები ანბანს საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ 
11-12-2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლის პიველკლასელები დიდი ზარ-ზეიმითა და ხალისით სწავლობენ ანბანს. 

პირველკლასელები, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - მანანა  ლონდარიძის ხელმძღვანელობით შთამბეჭდავი ღონისძიებით შეეგებნენ საანბანო პერიოდის დაწყებას. ღონისძიების დადებითი ემოციები კი დღემდე მოჰყვებათ.

„კეთილი იყოს  აი იას  შემობრძანება“ - ამ სიტყვებით შეეგებნენ პატარები ასო-ბგერებს და დიდი ხალისით იმოგზაურეს ანბანეთის ზღაპრულ სამყაროში.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება დატვირთული იყო მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით.  

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203