მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის „წიგნის კლუბმა“ ნოდარ დუმბაძის 95-ე დაბადების დღეს ღონისძიება მიუძღვნა
11-12-2023

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. 

სკოლაში წარმატებით მუშაობის „წიგნის კლუბი“, რომლის წევრებიც, კლუბის ხელმძღვანელების - თამარ ბადაშვილის და ნათია ხურცილავას თაოსნობით. სხვადასხავ ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი. 

ახლახან „წიგნის კლუბის“ წევრებმა, მცხეთის რაიონული საბავშვო ბიბლიოთეკის ინიციატივით დაგეგმილი ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 95-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ერთობლივი საღამო ჩაატარეს.

მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს მწერლის ბიოგრაფიისა და შემოქმედების მნიშვნელოვან ეპიზოდებზე, ნ.დუმბაძის მოთხრობების პერსონაჟებზე, მოაწყეს ნახატების გამოფენა.

საღამოს განსაკუთრებული ელფერი შესძინა სკოლის ფოლკლორული ანსაბლის (ხელმძღვანელი: დ. გაჩეჩილაძე) მიერ შესრულებულმა სიმღერებმა.

„მზიანი გულის მწერალი“- სწორედ ასეთად წარმოაჩინეს ნოდარ დუმბაძე სკოლის „წიგნის კითხვის კლუბის“ წევრებმა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203