ბათუმის N8 საჯარო სკოლის პედაგოგი მაია ჩაგანავა პარიზში გამართულ კონფერენციაზე მომხსენებლად წარდგა 
11-12-2023

ბათუმის N8 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. ამ მიზნით, მასწავლებლები არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობენ. 

სკოლის ერთ-ერთი წარმატებული პედაგოგია, ქიმიის მასწავლებელი - მაია ჩაგანავა, რომელიც საერთაშორისო ღონისძიებაზე მომხსენებლად შეირჩა და დაესწრო საგანმანათლებლო კონფერენციას - „თანამედროვე გამოწვევები, გადაჭრის გზები და სწავლების მეთოდები“, რომელიც ქალაქ პარიზში 7-10 დეკემბერს გაიმართა. 

მასწავლებელი კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგა და კოლეგებს და გამოცდილება გაუზიარა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203