სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ინგლისურენოვან პროექტზე იმუშავეს 
11-12-2023

სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მე-82 კლასის მოსწავლეებმა, ბულინგის თემაზე, საინტერესო პროექტი განახორციელეს. 

მოსწავლეებმა, ინგლისური ენის მასწავლებელ ნათია რუხაძესთან ერთად იმუშავეს პროექტზე, სახელწოდებით - Bullying- One Of The Main Problems Of Modern Society And Its Depiction In The Movie Industry - „ბულინგი - თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა და ის აისახება კინოინდუსტრიაში“. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის პრეზენტაცია მოსწავლეებმა საკლასო ოთახში ინგლისურ ენაზე გამართეს.

პროექტის წარდგენის შემდეგ, მოსწავლეებმა უპასუხეს კითხვებს ბულინგის პრობლემატიკასა და ამ პრობლემის თანამედროვე ფილმებში გამოხმაურებაზე.

ასევე, მოსწავლეებმა იმსჯელეს ჩაგვრის გამომწვევ მიზეზებზე, მჩაგვრელისა და მსხვერპლის ფსიქოლოგიაზე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები წარმატებით გაუმკლავდნენ უცხო ენაზე საჯარო გამოსვლის პრაქტიკას.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203