მაწიმის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ ღლონტი და მათე გოგოლაძე თეატრალურ ფესტივალზე წარმატებით წარდგნენ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლაში შემოქმედებითი, ნიჭიერი, გამორჩეული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობაში ერთვებიან. ამჯერად, მე-10 და მე-12 კლასის მოსწავლეები - მარიამ ღლონტი და მათე გოგოლაძე სერგო ზაქარიაძის სახელობის თეატრალურ ფესტივალში - „მზიანი საქართველო“, მონაწილეობდნენ. მათ სამსახიობო ოსტატობა გამოავლინეს და მოწონება დაიმსახურეს.
ისინი სპექტაკლის - „ფიფქია და ერთი ჯუჯა“, წარდგენის შემდეგ, ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ. კერძოდ, მარიამი ღლონტი ნომინაციაში - „ქალის როლის საუკეთესო შესრულება“, ხოლო მათე გოგოლაძე - ნომინაციაში „მეორე ხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულება“ დაჯილდოვდა.
სკოლაში მათი მიღწევა ახარებთ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: