„როგორი იქნებოდა ცხოვრება მათემატიკის გარეშე“ - ხონის N2 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
11-12-2023

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, V კლასში, მათემატიკის მასწავლებლის - თამარ ვაჭარაძის ხელმძღვანელობით პროექტი „როგორი იქნებოდა ცხოვრება მათემატიკის გარეშე“ განხორციელდა. 

თემით დაინტერესებულმა ბავშვებმა, კლასში, შესანიშნავად წარადგინეს საკუთარი შეხედულებები. მათ მათემატიკის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განიხილეს სხვადასხვა თემატური მაგალითი.

„პატარებმა განიხილეს რამდენიმე ფუტურისტული სცენარი იმის შესახებ, თუ როგორი იქნებოდა სამყარო მათემატიკის გარეშე. კლასში, მოიყვანეს არგუმენტები და დაასახელეს უამრავი მიზეზი, თუ  რატომ უნდა ისწავლონ მათემატიკა და ხაზგასმით აღნიშნეს იგი ადამიანების განუყოფელი ნაწილია“, - გვიყვებიან სკოლაში.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

„მადლობა ჩემს პატარებს ასე ლამაზად რომ გვამოგზაურეს მათემატიკის სამყაროში“, - აღნიშნა პედაგოგმა - თამარ ვაჭარაძემ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203