ახალციხის N4 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მართლწერის კონკურსი გაიმართა
11-12-2023
ახალციხის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, უცხოური ენების კათედრამ ინგლისური ენის მართლწერის შიდასასკოლო კონკურსი გამართა. მასში ქართული და სომხური სექტორის V-VII კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

გამოვლინდა გამარჯვებული - VI კლასის მოსწავლე სუსანნა აივაზიანი. ის სერტიფიკატითა და სამახსოვრო საჩუქრით დაჯილდოვდა. აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილების დამადასტურებელი სერტიფიკატი ყველა მოსწავლეს გადაეცა.
 
სკოლაში უცხოური ენების კათედრის თავმჯდომარე მარინა გვარამაძე, ხოლო მდივანი მანუშაკ ნახაპეტიანია. 

„დირექცია მადლობას უხდის კონკურსის ორგანიზატორებს აღნიშნული ღონისძიებისთვის და უსურვებს წარმატებას მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203