„ჩვენ ტოლერანტები ვართ!“ - ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და საინტერესო აქტივობები
11-12-2023
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი თემატურად აღინიშნება. 

გამონაკლისი არც ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოფილა. მოეწყო კვირეული, რომლის ფარგლებშიც VIl-XI კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაციები - „ჩვენ ტოლერანტები ვართ“, გამართეს. მათ საინტერესოდ ისაუბრეს, ცოდნა გაიღრმავეს და ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს.

გარდა ამისა, სხვადასხვა სახალისო აქტივობა ჩატარდა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე, კვირეულის ფარგლებში, შესრულებული აქტივობების პრეზენტაცია გაიმართა. მოეწყო მინი ლექცია ტოლერანტობის შესახებ, კითხვა-პასუხი, ვიქტორინა-შეჯიბრი, ფილმის ჩვენება და განხილვა. ღონისძიება საქმიან გარემოში წარიმართა. აღნიშნული პროექტის ავტორი მოქალაქეობის მასწავლებელი - ასმათ გვაჯაია იყო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203