
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში, მოხალისეობის საერთაშორისო დღეს საინტერესო და ინფორმაციული აქტივობები მიეძღვნა.
ღონისძიება 5 დეკემბერს, სამოქალაქო კლუბის „მოდარაჯის“ ინიციატივით გაიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება მოხალისეობის მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში, კლუბის წევრებმა გააკეთეს პრეზენტაცია - „მოხალისეობა სიკეთე თუ აუცილებლობა“. ასევე აჩვენეს ანიმაცია შესაბამის თემაზე და კითხვა-პასუხის რეჟიმში ისაუბრეს მოხალისეობის შედეგებზე, გამოწვევებზე და სარგებელზე.
ასევე, მოსწავლეები გაეცნენ ცნობილი სახეების მოხალისეობრივ საქმიანობას, ბოლოს კი, ყველა მონაწილემ ერთობლივად შექმნა პოსტერი - „მე მოხალისე“.
იხილეთ ფოტოები: