
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა შემეცნებით და ინტელექტუალურ კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლაში მოსწავლეთათვის საყვარელი ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა, რომელსაც პედაგოგი თამარა ვოსკანიანი ხელმძღვანელობდა.
თამაშში II-III-IV კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ცოდნა, სხარტი და ლოგიკური აზროვნება წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
გამარჯვებული გუნდის მონაწილეებს სიგელები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცოდნისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: