ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდებმა ინტელექტუალური თამაშის რეგიონულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
11-12-2023

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადსხვა ინტელექტუალურ თუ შემეცნებით კონკურსებში დიდი მონდომებით მონაწილეობენ და თავიან უნარებს საუკეთესოდ წარმოაჩენენ. 

ამჯერად, მოსწავლეები ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“, რეგიონულ ტურნირში, ლენტეხისა და ცაგერის სკოლების გუნდებთან ერთად ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში სკოლის უფროსი კლასების (მე9 - მე-12 კლასები) მოსწავლეთა გუნდმა „საბას ანგელოზები“ დამსახურებული პირველი ადგილი დაიკავა და სკოლა ასახელა. 

აღსანიშნავია, რომ ფინალში გავიდა მეოთხეკლასელთა გუნდი „გამბედავებიც“. 

„ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა“ - ამ ფრაზით, სკოლაში კიდევ ერთხელ დააფასეს მოსწავლეთა ცოდნა და მათი უნარები. 

სკოლაში ამაყობენ მოსწავლეების წარმატებით და მათ წინსვლას უსურვებენ, განსაკუთრებით გახარებულია სკოლის ხელმძღვანელი მთვარისა ახვლედიანი. 

„ვულოცავ გამარჯვებულ გუნდებს ამ მიღწევას, ასევე ყველა მოსწავლეს წარმატებულ მონაწილეობას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ! ასევე ვულოცავ ჩვენი სკოლის ყველა პედაგოგსა და მოსწავლეთა მშობლებს! კვლავაც გვეხაროს ახალ-ახალი გამარჯვებებით!“, - აღნიშნავს დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203