რუსთავის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბაღის აღსაზრდელებისთვის ჩრდილების თეატრი მოაწყვეს
11-12-2023

რუსთავის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობენ.

ამჯერად, IV კლასის მოსწავლეები რუსთავის N17, N20, N22 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს სტუმრობდნენ, სადაც მათ „ჩრდილების თეატრი“ წარადგინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარა მსახიობებმა საოცარი არტისტულობითა და ემოციებით გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების პერსონაჟები. მოსწავლეებმა როლები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი შესაძლებლობებით დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანეს.

„დამსწრე საზოგადოება, პატარა სტუმრები, მათი მშობლები დიდი ინტერესითა და ხალისით ადევნებდნენ თვალს წარმოდგენას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

​ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გასვლითი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203