წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ნიადაგის დაცვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა
11-12-2023

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, გარემოსდაცვითი აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა, ნიადაგის დაცვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიება მოამზადეს, რომლის ინიციატორი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა (თავჯდომარე თამაზ დუნდუა) იყო.

ღონისძიება გახსნა გეოგრაფიის მასწავლებელმა - მეგი ზიბზიბაძემ. მან ისაუბრა ნიადაგის თვისებებზე მის უნიკალურობაზე, მოვლასა და დაცვაზე.

ნიადაგის დაცვის დღეზე, მის დაცვაზეეროზიასა და მოვლაზე მე-10 კლასის მოსწავლეებმა: ნ.ტალიაშვილმა, ლ.ჩხაბერიძემ და ლ.კეთილაძემ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს.

პრეზენტაციები აღნიშნულ თემაზე, ასევე მე-9 კლასის მოსწავლეებმა: მ. ლობჟანიძემ  და მ.ქურციკაშვილმა წარადგინეს. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა მე-11 კლასის მოსწავლემ თ.დუნდუამ, მან ინტერაქტიულ რეჟიმში ჩართო აუდიტორია და მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია, თუ რა დრო სჭირდება ნიადაგში პლასტმასის ნარჩენების დაშლას და რა გავლენას ახდენს ის გარემოზე.

ბავშვებმა ასევე თემატური კედლის გაზეთი შექმნეს და ცოდნა წარმოაჩინეს.

ღონისძიება შეაფასა და მოსწავლეებს აქტიურობის, სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა სკოლის დირექტორმა - მაია ნუცუბიძე-ქობულიამ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოწაფეებს გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203