„ჯანსაღი კვება, ჰიგიენა და სპორტი“ - წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა მოეწყო
11-12-2023

მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასა და ამ კუთხით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს პროექტი - „ჯანსაღი კვება,ჰიგიენა და სპორტი“.

აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩაერთო VII კლასი, დამრიგებლის - ირმა კაკრიაშვილის ხელმძღვანელობით.  

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლასში აქტივობა სკოლის ექიმის - ქეთევან სანიკიძის, მონაწილეობით ჩატარდა.

შეხვედრაზე, მონაწილეებმა ჯანსაღი კვების შესახებ ისაუბრეს და ინფორმაციული პრეზენტაციები წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა საინტერესო იყო და პროდუქტიული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203