წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ქართველი თანამედროვე ავტორის წიგნი განიხილეს
11-12-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სხვადასხვა საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები ეწყობა.

ამჯერად, სკოლას გაზეთ „ახალი წყალტუბოს“ რედაქტორი და წყალტუბოს საპატიო მოქალაქე, N1 საჯარო სკოლის კეთილის მსურველი მურთაზ კანკაძე ესტუმრა.

მე-5 კლასში, რომლის ხელმძღვანელი ქეთევან ჯიქია, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე გახლავთ, სტუმრის დამსახურებით, უჩვეულო, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. აღნიშნულ კლასში, მურთაზ კანკაძის წიგნის - „შემოდგომის ფოთოლცვენა“ განხილვა-გააზრება მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ სტურმის შვილთაშვილი ამავე სკოლის მოსწავლეა.

„ბატონი მურთაზის შვილთაშვილი საბიანა გუბელაძე პირველი საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეა. ბატონი მურთაზის შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილი ჩვენი სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები არიან. თავად ბატონი მურთაზი კი ჩვენი ერთგული მშობელი“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა თანამშრომლობითი სწავლების მეთოდის - ჯიქსოუს გამოყენებით, ზეპირად წარადგინეს ლექსები, შემდგომ კი ისინი გააანალიზეს. მეხუთეკლასელებმა ასევე გამოთქვეს ვარაუდები წიგნის სახელწოდების, გაკვეთილის მოლოდინის შესახებ და კომპლექსური დავალებები - ნახატები, წერილები და ესეები საჩუქრად გადასცეს წიგნის ავტორს.

გაკვეთილმა წარმატებით და საინტერესოდ ჩაიარა.

აღნიშნული გაკვეთილი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სტუმარმა - მურთაზ კანკაძემ, მისმა შვილმა და დამსწრე საზოგადოებამ დადებითად შეაფასეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203