
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება.
ამჯერად, სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მანანა ხუციშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობა „შემოდგომის ზეიმი“ ჩატარდა. სწორედ ამ ღონისძიებით გააცილეს სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა „ოქროსფერი“ შემოდგომა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს და დამსწრე საზოგადოება თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობებით აღაფრთოვანეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
სკოლის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის პედაგოგ მანანა ხუციშვილს აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისა და განხორციელებისათვის.
იხილეთ ფოტოები: