
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში, არაერთი წარმატებული და საინტერესო პროექტი ხორციელდება და რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში საინტერესო პროექტი - „ჩემი სკოლის რეკლამა“, ჩატარდა, რომელშიც IVა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა პროექტზე, საგანის - „მე და საზოგადოება“ ფარგლებში იმუშავეს, პროექტის მიზანს კი, უცხო ადამიანებისთვის მშობლიური სკოლისა და მასში სწავლა- აღზრდის პროცესის გაცნობა წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი თამარ ყურაშვილი გახლავთ.
იხილეთ ფოტო და ვიდეო ბმულზე: