
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მანანა ხუციშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით საინტერესო აქტივობა „შემოდგომის ზეიმი“ მოეწყო. ბავშვებმა ლექსებითა და სიმღერებით „ოქროსფერი“, ბარაქიანი და ხვავრიელი შემოდგომა გააცილეს. მათ ზეიმზე, ასევე, მინი სპექტაკლი გაითამაშეს, სადაც შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო.
„დიდი მადლობა მანანა მასწავლებელს ლამაზი და შემოქმედებითი ღონისძიების განხორციელებისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: