ბენარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საშემოდგომო ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
11-12-2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში, ოქროსფერი შემოდგომა ნახატების გამოფენით გააცილეს. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, შემოდგომის თემატიკაზე მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს, თავიანთი თვალით დანახული წელიწადის დრო, ფურცელზე გადაიტანეს და საშემოდგომო ზღაპარი ფერთა გამით გადმოსცეს. 

აღსანიშნავია, რომ გამოფენას ხელოვნების პედაგოგი ნანა ჩილაშვილი ხელმძღვანელობდა. 

ღონისძიება სანახაობრივი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, მათ ბევრი იხალისეს და დღე პოზიტიურად გაატარეს.

შთამბეჭდავი სანახაობისთვის სკოლაში მოსწავლეებს მადლობას უხდიან. 

„მადლობა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203