განძის N2 საჯარო სკოლაში მხატვართა საერთაშორისო დღე შემოქმედებითი აქტივობით აღინიშნა
11-12-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში, მხატვართა საერთაშორისო დღე შემოქმედებითი აქტივობით აღინიშნა. 

მოსწავლეებმა, ამ დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს და სასკოლო სივრცეში გამოფინეს.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მხატვრის პროფესია ათასობით წლისაა, უძველესი ხალხიც კი ქმნიდა კლდეზე ნახატებს. მოსწავლეებმა ისიც გაიხსენეს, რომ ძველ ეგვიპტეში ხელოვანებს დიდ პატივს სცემდნენ და რომ მათი წარმოდგენით, სურათებს სასწაულებრივი ეფექტი ჰქონდა. 

„ხატები, ფრესკები და მოზაიკა შუა საუკუნეებში ხელოვნების მთავარ მიმართულებად ითვლებოდა, პორტრეტის ჟანრი განვითარდა რენესანსის დროს“, - მოსწავლეებმა უძველესი ხანიდან, აღორძინებამდე ხელოვნების ისტორია გაიხსენეს, მის განვითარებაზე ისაუბრეს და ხელოვნების როლი კაცობრიობის კულტურული ფორმირების ასპექტშიც განიხილეს. 

„ყოველი ბავშვი ხელოვანია, სიძნელეა მხატვრად დარჩენა, ბავშვობის დატოვება“, - მოსწავლეებმა პაბლო პიკასო ციტირებასაც მიმართეს და თავიანთი ნამუშევრები დიდი სიყვარულით შექმნეს.  

საინტერესო აქტივობას, ხელოვნების პედაგოგი ვანიკ თევანიანი ხელმძღვანელობდა. 

აღსანიშნავია, რომ მხატვართა საერთაშორისო დღე 8 დეკემბერს აღინიშნება, რომელიც 2007 წელს საერთაშორისო ასოციაციამ - „მსოფლიოს ხალხთა ხელოვნება“ დააწესა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203