ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ინტელექტუალურ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა
11-12-2023
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის ნიჭიერი, მიზანდასახული და მოტივირებული მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ წარატებას აღწევენ.
ამჯერად, მერვეკლასელთა გუნდი „გრიფიტი“ ინტელექტუალურ კონკურსში - „ტვინების ბრძოლა“, მონაწილეობდა. მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოვალინეს და სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, რეგიონულ ჩემპიონატში, პირველი ადგილი დაიკავეს.
„გრიფიტის“ კაპიტანი: ბარბარე მესხია გახლავთ ხოლო წევრები - ნინი მესხია, ბაკურ ძაძამია, შოთა კონჯარია, ნინო მებონია. მათი კლასის დამრიგებელი მარინე ფიფიაა.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ და ულოცავენ.
„წინ, ახალ-ახალი გამარჯვებებისკენ. კიდევ ერთი ლამაზი, წარმატებული დღე, კიდევ ერთი გამარჯვება! სკოლა ამაყობს თქვენით“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს