ბრეძის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები კოდის წერის კვირეულს შეუერთდნენ
11-12-2023
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძის საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო აქტივობა გაიმართა.

დაწყებითი კლასის მოსწავლეები HOUR OF CODE-ს (კოდის ერთი საათი), კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეულს, ხალისით შეურთდნენ. მათ სხვადასხვა დავალება შეასრულეს, ცოდნა გაიღრმავეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სერტიფიკატები დაიმსახურეს.

„ჩვენი სკოლა უკვე მონიშნულია მსოფლიო რუკაზე, როგორც მონაწილე“,- ამბობენ სკოლაში. 

აღნიშნული კვირეულის მიზანია კომპიუტერული მეცნიერებების, პროგრამირების/კოდინგის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და ინოვაციური განათლების ხელშეწყობა. პროგრამირება მოსწავლეებში ავითარებს ლოგიკურ, ალგორითმულ, შემოქმედებით აზროვნებას და 21-ე საუკუნის უნარებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203