ზვარეს საჯარო სკოლაში ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა
11-12-2023
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით, თავისუფალ თემაზე, ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა. მისი მიზანი მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების დემონსტრირება იყო.

კონკურსის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ ღონისძიებაზე მრავალფეროვანი ნამუშევრები: ესეები, ნახატები, საკუთარი მოთხრობები და ლექსები წარადგინეს. ასევე, მათთვის საყვარელი ავტორის ლექსები წაიკითხეს. მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ, ხოლო გამარჯვებულები სიგელებითა და წიგნებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203