ზვარეს საჯარო სკოლის მხიარულთა და საზრიანთა გუნდმა მუნიციპალურ ჩემპიონატში საპრიზო ადგილი დაიკავა
11-12-2023
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში ნიჭიერი, აქტიური, მოდნომებული და შემოქმედებითი მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო პროექტში ერთვებიან.
ამჯერად, ისინი ქედის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებულ მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის გამართულ მუნიციპალურ ჩემპიონატში მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სკოლა ასახელეს. მათ სასკოლო შეჯიბრებაში მეორე ადგილი დაიკავეს.
მათი მიღწევით სასკოლო საზოგადოება ამაყობს და ბავშვებს წარმატებას ულოცავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს