კაცხის საჯარო სკოლაში კულინარიის შემსწავლელი კურსი მიმდინარეობს
11-12-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლის გუნდი მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავს.

სკოლასა და პროფესიულ კოლეჯ „იბერიას“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სკოლაში კულინარიის შემსწავლელი კურსი აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ კურსს სხვა სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.

მოსწავლეები პროფესიის მნიშვნელობასა და თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს ითავისებენ. ისინი კულინარიულ აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ და კერძები თავიანთი ხელით მოამზადეს.

„ბავშვების მოტივაცია მაღალია, თავად ამზადებენ და აგემოვნებენ სხვადასხვა სახის კერძს. სკოლის სახელით, დიდ მადლობას ვუხდით ქუთაისის პროფესიულ კოლეჯ „იბერიას“. წარმატებებს ვუსურვებთ კურსის ყველა მონაწილე მოსწავლეს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203