„მშვიდობით ოქროსფერო შემოდგომავ“ - მრავალფეროვანი ღონისძიება ბენარის საჯარო სკოლასთან შერწყმულ შოლავერის დაწყებით სკოლაში
11-12-2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლასთან შერწყმული შოლავერის დაწყებითი სკოლის მოსწავლეები შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიებით დაემშვიდობნენ. 

ღონისძიებაში - „მშვიდობით ოქროსფერო შემოდგომავ“, დიდი სიხარულითა და ამაღლებული განწყობით მონაწილეობდნენ I-IVკლასის მოსწავლეები. 

პატარებმა დამრიგებლების - ელზა კაკოშვილის და ნანა მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით მრავალფეროვანი სანახაობა მოაწყვეს, შეასრულეს შთამბეჭდავი ნომრები და წელიწადის ოქროსფერ სეზონს დიდი ზარ-ზეიმით დაემშვიდობნენ. 

დღე ემოციებით დატვირთული, სანხაობრივი, სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, როოგრც მოსწავლეებისთვის, ასევე პერდაგოგებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203