
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლას არაერთი საამაყო კურსდამთავრებული ჰყავს, მათ შორისაა აკაკი ახალაია.
აკაკიმ მშობლიურ სკოლას დიდი სიყვარულით გადასცა მხატვრული ლიტერატურა და ბიბლიოთეკა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა.
სკოლაში, ძალიან ახარებთ ფაქტი, რომ მრავლდება წიგნადი ფონდი და მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა გაეცნონ ქართულ თუ უცხოურ ლიტერატურას.
კურსდამთავრებულს კი, სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან ყურადღებისთვის, მშობლიურ სკოლაზე ზრუნვისა და ძვირფასი საჩუქრებისთვის.